თქვენ ავად ხართ - მარია ზახაროვა ქართველ ჟურნალისტებს კვლავ სერგეი ლავროვის ფრაზით მიმართავს

გამოქვეყნდა:

თქვენ ავად ხართ - ასეთი განცხადებით მიმართა ქართველ ჟურნალისტებს რუსეთის საგარეო უწყების პრესსპიკერმა გიორგი გაბუნიას სავარაუდო ლიკვიდიაციის თემაზე.

დღეს მარია ზახაროვამ ქართველ ჟურნალისტებს კვლავ სერგეი ლავროვის სიტყვებით მიმართა. დუმის დეპუტატი ალექსანდრ შერინი კი, ქვეყნის მთავარსარდლის შეურაცხყოფის გამო, ქართველი ჟურნალისტის მოსკოვისთვის გადაცემასა და რუსული კანონებით გასამართლებას ითხოვს.

ოპოზიციის წევრთა შეფასებით, რუსეთის მხრიდან მსგავსი განცხადებები საქართველოს, როგორც სახელმწიფოს აბუჩად აგდებაა, რომელსაც შეიძლება სახიფათო ქმედებები მოჰყვეს.

როდესაც რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები აკეთებენ მსგავს შეურაცხმყოფელ განცხადებას და ფაქტობრივად, არაფრად აგდებენ საქართველოს, როგორც სახელმწიფოს და მის ხელისუფლებას, როდესაც არავითარი საპასუხო რეაქცია არ ხდება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან... რუსული პროპაგანდის გაგრძელება არის საქართველოს ხელისუფლების პოზიცია, - აცხადებს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე.

ფრაქცია "ევროპული საქართველოს" მდივანი გიორგი კანდელაკი კი ხელისუფლების დუმილს სამარცხვინოსა და თავისმომჭრელს უწოდებს.

საქართველოს მთავრობა ქმნის ძალიან სახიფათო პრეცედენტს მომავლისთვის... სამომავლოდ, ეს არის მოწვევა აგრესორი, ოკუპანტი ქვეყნისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე ჩააგდოს საფრთხეში, - განმარტავს კანდელაკი.

მმართველ გუნდში მოსკოვიდან წამოსულ მუქარას სერიოზულად არ აღიქვამენ. მათი განმარტებით, დუმის დეპუტატის განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" წისქვილზე ასხამს წყალს.

ჩვენთვის არასერიოზულია საუბარი იმაზე, რომ საქართველოში ჟურნალისტი იქნება თუ ვინმე შეიძლება გასამართლდეს ან სანქცია შეეფარდოს რუსული კანონმდებლობით, - ამბობს ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი ირაკლი კობახიძე.

"ევროპის პრესისა და მედიის თავისუფლების ცენტრი" კი საქართველოს მთავრობას მიმართავს, რომ სათანადოდ უზრუნველყოს "მთავარი არხის" ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას უსაფრთხოება.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი