ევროკავშირი მოლდოვასთვის დამატებით სამხედრო დახმარებას განიხილავს - მიშელი

გამოქვეყნდა:

ევროკავშირი მოლდოვასთვის დამატებით სამხედრო მხარდაჭერას განიხილავს. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა. ის ვიზიტით კიშინოვში იმყოფება.

"ჩვენ დავეხმარებით მოლდოვას, გააძლიეროს მედეგობა და გაუმკლავდეს რუსეთის აგრესიის შედეგებს უკრაინაში. დავეხმარებით დამატებითი სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებით, ასევე, დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში და კიბერშეტევების მოგერიებაში", - დაწერა მიშელმა Twitter-ზე.

მიშელმა მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუსთან ერთად გამართული პრესკონფერენციის შემდეგ უარი თქვა დეტალებზე ესაუბრა, თუმცა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ესკალაციის თავიდან არიდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი