
"ქართული ოცნების" დეპუტატი, ირაკლი ზარქუა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველს, მიხაილო პოდოლიაკს "ვიგინდარას" უწოდებს.
ზარქუა გამოეხმაურა პოდოლიაკის განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ მისთვის ამოუცნობია, როგორ შეიძლება ქართველებს ჰყავდეთ ისეთი ოლიგარქი, როგორიც ივანიშვილია.
"ოცნების" დეპუტატის აზრით, პოდოლიაკი საქართველოს შიდა საქმეებში ერევა.
"გრძელდება ეტყობა საინფორმაციო ომი, დღეს გამოვარდა, პოდოლიაკია თუ არ ვცდები, ესეც ნუ ძალიან უცნაურ მოვლენასთან გვაქვს საქმე რა, ადამიანო, მიხედე, ომი გაქვს, უამრავი ადამიანი გეღუპება, უამრავი გამოწვევა აქვს უკრაინას, იცლიან და თან ერევიან საქართველოს შიდა საქმეებში, ამბობენ ხალხმა უნდა იმასქნას, ის არ უნდა იყოს. ვინ ეკითხება პოდოლიაკს?! რას წარმოადგენს?! ერთი ჩვეულებრივი ვიგინდარაა, პირდაპირ გეტყვით, რომელიც შემთხვევით მოხვდა ხელისუფლებაში, ისიც და კიდევ ბევრი სხვაც და ამაზე უკრაინელი ხალხი თვითონ იტყვის ხმამაღლა და გააკეთებენ განცხადებას", - აღნიშნა ზარქუამ.
მისივე თქმით, მიუხედავად "უსაფუძვლო, უარგუმენტო ბრალდებების კასკადისა", რაც უკრაინის მხრიდან მოდის, "მაინც მხარს უჭერენ მათ, რადგან საერთო აგრესორი ჰყავთ".
ზარქუამ ასევე აღნიშნა, რომ "პოდოლიაკი, არესტოვიჩები და სხვები უკრაინელი და ქართველი ხალხის მეგობრობას ჩრდილს ვერ მიაყენებენ".
იხილეთ ასევე: