
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე მესამე პრეზიდენტის პროცესია ჩანიშნული - შეძლებს თუ არა მიხეილ სააკაშვილი საკუთარ პროცესზე დასწრებას გაურკვეველია.
გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სააკაშვილი ვერც წინა სასამართლო სხდომას დაესწრო, თუმცა არ არის გამორიცხული, ყოფილი პრეზიდენტი პროცესზე დღეს ეტლით მიიყვანონ.
"მიმდინარე პროცესი არის ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე, სადაც მიხეილ სააკაშვილს პრინციპში ედავებიან საქართველოში დაბრუნებას, პროცესზე გვექნება ძალიან მნიშვნელოვანი შუამდგომლობები და ამას გავაჟღერებთ პროცესზე. იმედია მოსამართლე ამ შუამდგომლობებს განიხილავს მხოლოდ სამართლის ჭრილიდან და არა პოლიტიკური პერსპექტივიდან, ამასთან მოლოდინი ცხადია არ გვაქვს, რომ სასამართლო დააღწევს თავს, ან დააღწია თავი პოლიტიკურ წნეხს, ამიტომ ვფიქრობთ, რომ ხვალინდელი გადაწყვეტილებაც არის პოლიტიკური პროცესის ნაწილი, თუმცა ვნახავთ, რა არის პოლიტიკური გადაწყვეტილება", - თქვა ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ.
ცნობისთვის, ექიმებისა და ექსპერტების, ასევე, ოპოზიციის ნაწილი და მიხეილ სააკაშვილის ოჯახი ითხოვს, რომ ის სამკურანალოდ საზღვარგარეთ კლინიკაში გადაიყვანონ. ოჯახი დღეს, კანცელარიასთან, 19:00 საათზე აქციასაც გამართავს.