სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს წამება გაუხანგრძლივა | მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა ყოველწუთიერად მძიმდება

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილს სასამართლომ წამება გაუხანგრძლივა. მოსამართლემ დღეს არც მკურნალობის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და პროცესიც გადადო, ვინაიდან მესამე პრეზიდენტი დარბაზში არ იმყოფებოდა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სააკაშვილი პროცესს ზედიზედ მეორედ ვერ დაესწრო.

ახლა 11 მაისამდე მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით მოსამართლე არავითარ გადაწყვეტილებაზე აღარ იმსჯელებს და ეს იმ ფონზე, როდესაც სააკაშვილის მდგომარეობა ყოველწუთიერად მძიმდება.

მთავარი პოლიტპატიმრის მონახულების შემდეგ ციხიდან გამოსული თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ ასეთ ცუდ მდგომარეობაში პრეზიდენტი არასდროს ყოფილა და მას უკვე მეტყველებაც კი უჭირს.

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი