გამოხმაურებები მიხეილ სააკაშვილის საქმეზე | საერთაშორისო პარტნიორების მიმართვა "ოცნებას"

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა უკიდურეს პოლიტიკურ კრიზისს ქმნის საქართველოსთვის. დასავლეთი სულ უფრო მკაცრად რეაგირებს მესამე პრეზიდენტის პოლიტიკურ ტყვეობაზე და ხელისუფლებისგან კონკრეტულ ქმედებებს მოითხოვს.

ევროპის სახალხო პარტია, ევროპარლამენტარები და ამერიკის ელჩი დღეს ფაქტობრივად ერთობლივად მიმართავენ "ქართულ ოცნებას". სახალხო დამცველის რეკომენდაციების გათვალისწინება და სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების დასრულება არის მთავარი საერთაშორისო მოთხოვნა. 

მესამე პრეზიდენტის პოლიტიკური პატიმრობა ოკუპანტების ინტერესში მოქმედებას ჰგავს და ამაზე უკვე საკმაოდ ბევრი დასავლელი პოლიტიკოსი მიანიშნებს. ლიეტუვას სეიმის წევრი ჟიგიმანტას პავილიონისი "მთავარ არხთან" საუბარში ღიად ადასტურებს, რომ საქართველოს ხელისუფლებისადმი დამოკიდებულება სულ უფრო სკეპტიკური ხდება. და პარალელურად, პოლიტპატიმრების არსებობა და ბუნდოვანი პოზიცია უკრაინის საკითხში პრობლემებს უქმნის საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესსაც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი