
საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, საგანგებო განცხადებას ავრცელებს, ევროპის სახალხო პარტია. მიმართვაში ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესება შეშფოთებას იწვევს და მის მდგომარეობაზე სრული პასუხისმგებლობა საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას ეკისრება.
ევროპის სახალხო პარტია „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, შეწყვიტოს ცილისმწამებლური თავდასხმები ოპოზიციის, სახალხო დამცველის, დამოუკიებელი ექიმებისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ.