"მიხეილ სააკაშვილის მიმართ ასეთი მოპყრობა საქართველოსთვის სიკეთის მომტანი არ იქნება" - გალერი "ოცნებას" და ივანიშვილს

გამოქვეყნდა:

"თუ მიხეილ სააკაშვილს ციხეში რამე დაემართება, ეს მთლიანად მთავრობის პასუხიმგებლობა იქნება", - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მაიკლ გალერიმ გადაცემა "ღამის მთავარში" განაცხადა.

მან ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ "ქართული ოცნების" წევრებმა მისგან დისტანცირება უნდა მოახდინონ.

გალერის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ახლა ქვეყნის მომავალსა და ევროკავშირში გაწევრიანებაზე უნდა იყოს ორიენტირებული და არა ოპონენტების მიმართ პოლიტიკურ შურისძიებაზე.

"ჩვენ უნდა ვენდოთ ექიმების დასკვნებს და სააკაშვილი საავადმყოფოში უნდა გადაიყვანონ. ხელისუფლებამ კი პოლიტიზირებული გადაწყვეტილება არ უნდა მიიღოს. იმ ადამიანებმა, ვინც არიან მთავრობაში და იმ ადამიანმა, ვინც არის კულისებში, უნდა გაითვალისწინონ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ასეთი მოპყრობა საქართველოსთვის სიკეთის მომტანი არ იქნება. მე არ ვთვლი, რომ ივანიშვილი არის კერძო პირი, რომელსაც არ აქვს გავლენა საქართველოს მთავრობაზე. მაშინ, როცა ის ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ არ არის მთავრობაში, ის მართავს პროცესებს საქართველოში. ეს ნამდვილად პრობლემატური საკითხია", - ამბობს მაიკლ გალერი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი