"NATO შეშფოთებულია რეფორმების განხორციელების დონით... პროცესი 1.5 წელია შეჩერდა" - კოლომინა საქართველოზე

გამოქვეყნდა:

NATO საქართველოში რეფორმების განხორციელების დონით შეშფოთებულია - ამის შესახებ NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილემ, ხავიერ კოლომინამ, "ფორმულასთან ინტერვიუში ისაუბრა. 

სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ამბობს, რომ ალიანსი ითხოვდა რეფორმების განხორციელებას და საქართველომ შესაბამისი რეკომენდაციებიც მიიღო. მისი თქმით, მიუხედავად ამისა, რეფორმები NATO-თვის სასურველი ტემპით არ მიმდინარეობს და ბოლო წელიწად-ნახევარია გაჩერდა.

„ჩვენ ძალიან კმაყოფილი ვართ საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობით, პრაქტიკული თანამშრომლობის. თქვენს ქვეყანასთან პოლიტიკური დიალოგის დონით.  ამ ფონზე შეშფოთებულები ვართ იმ რეფორმების განხორციელების დონით, რომელსაც რომელსაც ჩვენ ვითხოვთ.

ეს რეფორმები მოთხოვნილი იყო მრავალი ფორმით. ჩვენ ყოველწლიურ ეროვნულ გეგმაში აღვნიშნეთ 10 რეკომენდაცია. ძირითადი არის სასამართლო რეფორმა, საარჩევნო რეფორმა და უსაფრთხოების სექტორი. ამ რეფორმების განხორციელების ტემპი არ არის ისეთი, როგორიც გვინდა ვნახოთ. ბოლო 1 წელში, წელიწად-ნახევარში პროცესები გაჩერდა", - თქვა მან. 

კოლომინა ამბობს, რომ ის, რაც ახლა საქართველომ უნდა გააკეთოს, არის რეფორმების გზის აღდგენა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი