ბათუმში, გასულ ღამეს დაკავებულებიდან, 8 პირის სასამართლო დღეს გაიმართება

გამოქვეყნდა:

ბათუმში, გასულ ღამეს დაკავებული 8 პირის სასამართლო დღეს შედგება. ისინი ოზურგეთის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან ბათუმის საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ გადაიყვანეს. რაც შეეხება დანარჩენებს, მათ აღკვეთაზე მოსამართლე სავარაუდოდ ხვალ იმსჯელებს.

ადვოკატები დარწმუნებული არიან, რომ სასამართლო დღეს კიდევ ერთ პოლიტიკურ დავალებას შეასრულებს და აღკვეთის სახით, ადმინისტრაციულ სახდელებს დააკისრებს.

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ და მისი შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით გამართული აქციის მონაწილეები აჭარის პოლიციამ გვიან ღამით დაშალა და ძალის გამოყენებით 25 პირი დააკავა. მათგან ორი, დღეს ხელწერილით გაათავისუფლეს. დაკავებულებს შორის არიან აჭარის უმაღლესი საბჭოს 3 დეპუტატი. დაკავებულთა შორისაა ბათუმის მერობის ყოფილი კანდიდატი გიორგი კირთაძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი