
მიხეილ სააკაშვილი ძმა, გიორგი სააკაშვილი პენიტენციური დაწესებულების განცხადებას გამოეხმაურა. ის ამბობს, რომ პენიტენციური სიტუაციის გადაფარვას ცდილობს და ამიტომ აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა რეალურად, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობა დღითიდღე მძიმდება.
"ერთი არის ცხადი, რომ ცდილობენ გადაფარონ მდგომარეობა, თითქოს არაფერი განსაკუთრებული არ ხდება და სტაბილურია სიტუაცია. სტაბილურს მე ვერანაირად ვერ დავარქმევდი, როგორ შეიძლება სტაბილური იყოს სიტუაცია, როცა დღითიდღე მძიმდება. მაგით აღიარებენ, რომ უნდა მოხდეს გადაყვანა, მაგრამ მინიშნებით ჩვენ ვგრძნობთ, რომ საუბარია საქართველოს კლინიკაზე", - თქვა გიორგი სააკაშვილმა.
ცნობისთვის, დასვენების დღეების გამო, პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილთან უკვე მეორე დღეა არავინ შესულა. ხვალ 9 მასია, უქმე დღე, რაც ნიშნავს, რომ მესამე პრეზიდენტის მონახულებას ვერ შეძლებენ. შესაბამისად, ამ დროის განმავლობაში უცნობი იქნება, როგორია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
ამავე თემაზე: