
ბათუმში, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებული 11 პირის სასამართლო პროცესი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. სასამართლომ დაკავებულები ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა.
დაცვის მხარე ითხოვდა მოწმის სახით ის პოლიციელები დაეკითხათ, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ აქციის მონაწილეების დაკავებაში.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი სპეცოპერაცია, რომელშიც აჭარის პოლიციის მაღალჩინოსნები მონაწილეობდნენ და წინასწარ იცოდნენ ვინ უნდა დაეკავებინათ.
მომდევნო სასამართლო პროცესიები 18- 20 მაის გაიმართება.
ავტორი: თეა ვაშალომიძე