
ევროკავშირის დედაქალაქებმა უნდა განიხილონ რუსეთის სავალუტო რეზერვების ჩამორთმევა ომის შემდეგ უკრაინის აღდგენისთვის ხარჯების დასაფარად - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ისაუბრა.
მისი თქმით, დასავლეთი მსჯელობს იმაზე, თუ როგორ აიძულოს მოსკოვი გადაიხადოს უკრაინისთვის მიყენებული ზიანის საფასური.
ბორელმა განუცხადა Financial Times-ს, რომ აშშ-მ ავღანეთის ცენტრალური ბანკის კუთვნილი მილიარდობით დოლარის აქტივები აიღო ტერორიზმის მსხვერპლთა კომპენსაციისა და ქვეყნისთვის ჰუმანიტარული დახმარებისთვის. და რომ ლოგიკური იქნებოდა მსგავსი ნაბიჯების განხილვა რუსეთის რეზერვებთან მიმართებაში.
"მე ძალიან მომხრე ვიქნებოდი, რადგან ეს სრულიად ლოგიკურია. ჩვენ გვაქვს ფული და ვინმემ ამიხსნას, რატომ არის კარგი ამის გაკეთება ავღანეთის ფულით, მაგრამ არა რუსული ფული",- თქვა ბორელმა.
ცნობისთვის, ომის დასაწყისში ევროკავშირმა და მისმა მოკავშირეებმა გაყინეს ასობით მილიარდი დოლარის ღირებულების სავალუტო რეზერვები, რომლებიც განთავსებული იყო რუსეთის ცენტრალური ბანკის ანგარიშებზე.
რუსეთმა მარტში განაცხადა, რომ ევროკავშირმა და დასავლეთის სხვა ქვეყნებმა გაყინეს რუსეთის ცენტრალური ბანკის ოქროსა და სავალუტო რეზერვებიდან დაახლოებით 300 მილიარდი დოლარი.