რურუას პროცესზე პოლიციელთა მხრიდან კანონდარღვევის დამადასტურებელ მტკიცებულებებს გამოიკვლევენ

გამოქვეყნდა:

გიორგი რურუას სასამართლო პროცესი დღეს კვლავ იმ სამართალდამცველების დაკითხვით გაგრძელდება, რომლებიც 3 იანვარს მის საკანში იმყოფებოდნენ და ძალის გამოყენებით წამოიღეს მისი კუთვნილი პირადი ნივთები.

დაცვის მხარის განმარტებით პოლიციელები იქ დნმ-ის ნიმუშის ასაღებად შევიდნენ, თუმცა რურუას წინააღმდეგობის შემდეგ კანონდარღვევით აიღეს ნივთები და დაულუქავად გამოიტანეს საკნიდან. ადვოკატების თქმით, ისინი რომ კანონდარღვევით მოქმედებდნენ, ეს უკვე დაკითხული სამართალდამცველების ჩვენებებითაც დასტურდება. 

დაიკითხებიან პოლიციელები, ასევე გამოვიკვლევთ ჩვენს მტკიცებულებებს, კერძოდ, ვიდეომასალას, რომელიც ასახავს როგორ იქნა გაყალბებული პოლიციელების მხრიდან ოქმები, მათ მიერ რურუას საკნიდან ამოღებულ მტკიცებულებებთან დაკავშირებით. ასევე გამოვიკვლევთ აუდიო ჩანაწერს, სადაც დაფიქსირებულია სატელეფონო საუბარი ადვოკატსა და გამომძიებელს შორის. მოგვიანებით, გამომძიებელი ამბობს, რომ ადვოკატმა უარი თქვა საქმეში მონაწილეობაზე, თუმცა შემდეგ ირკვევა, რომ გამომძიებელმა უბრალოდ მოიტყუა, - ამბობს ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი