
მოსკოვის წითელ მოედანზე გამარჯვების აღლუმის საჰაერო ღონისძიება გაუქმდა - კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი მიზეზად ამინდის გაუარესებას ასახელებს.
„საჰაერო ნაწილი ამინდის გამო არ გაიმართება“, - თქვა პესკოვმა.
გამარჯვების დღის წინ რუსეთის საჰაერო ძალები წითელ მოედანზე რეპეტიციებით იყვნენ დაკავებულნი, მათ შორის ჰაერში Z უნდა გამოსახულიყო, რაც უკვე იქცა უკრაინაში რუსების სამხედრო შეჭრის სიმბოლოდ.