"არ ვიცი, მიმართეთ პენიტენციურს" - ღარიბაშვილი მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანაზე

გამოქვეყნდა:

ჟურნალისტების კითხვას, უნდა გადაიყვანონ თუ არა საქართველოს მესამე პრეზიდენტი სამკურნალოდ კლინიკაში პრემიერმინისტრი პასუხობს, რომ არ იცის. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ამ საკითხზე პენიტენციურ სამსახურს უნდა მიმართონ.

"არ ვიცი, დიდი მადლობა, მიმართეთ პენიტენციურ სამსახურს", - უთხრა მან ჟურნალისტს და მედიის სხვა კითხვებს არ უპასუხა. 

დღეს ღარიბაშვილმა კომენტარი მხოლოდ 9 მაისთან დაკავშირებით გააკეთა, თუმცა არც ამ შემთხვევაში უპასუხა მედიას, რატომ აღინიშნება გამარჯვების დღეს დღეს და არა 8 მაისს, ისე, როგორც ევროპაში.

"ქართული ოცნება" ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურება მიეწოდება და ის შეთავაზებების ნაწილზე თავად ამბობს უარს. იხილეთ ასევე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი