მაჩალიკაშვილის და სარალიძის საქმეებზე გამოძიება უნდა განახლდეს - სახალხო დამცველის ანგარიში

გამოქვეყნდა:

სახალხო დამცველის 2019 წლის ანგარიშში გიორგი რურუას, 20-21 ივნისის, ასევე ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის მკვლელობისა და თემირლან მაჩალიკაშვილის ხმაურიანი საქმეები მოხვდა. დოკუმენტში 2019 წელს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობაა შეფასებული. ანგარიშს პარლამენტი დღეს განიხილავს.

დოკუმენტში იმ სისტემურ პრობლემებზეცაა საუბარი, რომელიც სიცოცხლის უფლების დარღვევას, პენიტენციურ დაწესებულებებსა და პოლიციაში არასათანადო მოპყრობის პრობლემებს ეხება. ნინო ლომჯარიას შეფასებით, უნდა განახლდეს გამოძიება თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე და სარალიძის მკვლელობაზე, სამოხელეო დანაშაულის კუთხით.

ობუდსმენი ასევე ფიქრობს, რომ გამოძიება არასრულფასოვნად ჩატარდა 20-21 ივნისის მოვლენებზეც და ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობა გამოკვეთილი  არ არის.

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი სალომე სამადაშვილი ადასტურებს, რომ ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით ქვეყანაში ბევრი პრობლემა არსებობს. 

ჩემთვის მნიშვნელპვანი ასევე იქნება, მოვისმინო სახალხო დამცველის აზრი მიმდინარე საქმეებზე, რომლებიც ჯერ არ არის ანგარიშში შესული, შესაბამისად, სავარაუდოდ, ჩვენ დავესწრებით ამ განხილვებს, - ამბობს იგი. 

"ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს წევრი ოთარ კახიძე ამბობს, რომ შემაშფოთებელია კრიმინალური სუბკულტურის გაძლიერება პენიტენციურ დაწესებულებებში.

დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ სახალხო დამცველის ანგარიშის განხილვა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა ქვეყნის საპარლამენტო ცხოვრებაში. 

როდესაც ვამბობთ, რომ სასამართლო დამოუკიდებელი არ არის და ის პოლიტიკური გავლენის, მათ შორის, კორუფციული გავლენის ქვეშ არის. ეს ნიშნავს, რომ იქნება ბევრი უსამართლო გადაწყვეტილება და ბევრი პრობლემა ადამიანის უფლებების და ინსტიტუტების დამოუკიდებლობის არარსებობის კუთხით, - აცხადებს იგი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი