დაირღვა თუ არა 20-21 გამოხატვის თავისუფლება - ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიში

გამოქვეყნდა:

დაირღვა თუ არა 20-21 ივნისს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დოკუმენტებით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლება? გიორგი რურუას, ნიკა მელიას, ირაკლი ოქრუაშვილისა და სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებზე - ადამიანის უფლებათა ცენტრი ანგარიშს აქვეყნებს.

ორგანიზაციის შეფასებით, კითხვის ნიშნებს აჩენს კონკრეტული პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის პრაქტიკა, ხშირ შემთხვევაში კი, გამოძიება დაინტერესებულია, პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდოს.

ამ სისხლის სამართლის საქმეებიდა ვლინდება მკაცრად დიფერენცირებული მიდგომა დაკავებული და შემდგომში დაპატიმრებული პირების მიმართ. განხორციელებული სამართალწარმოება ძირითადად არის დისკრიმინაციული ნიშნებით სავსე, - ამბობს "ადამიანის უფლებათა ცენტრის" ანალიტიკოსი გიორგი ტყებუჩავა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი