Credit Suisse ივანიშვილს ეუბნება, რომ არ და ვერ მოგცემთ თანხას იმიტომ, რომ ჩვენთვის თითქმის სანქცირებული ხართ - ხაბეიშვილი

გამოქვეყნდა:

"როცა საქმე უკრაინაში გენოციდს, ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობას ან გაჭირვებას ეხება ბიძინა ივანიშვილს ეს არ ახსოვს...როგორც კი მის მილიონებს ეხება საქმე, ცხადია ეს წინა პლანზე გამოდის" - ასე ეხმაურება, ენმ-ს წევრი, ლევან ხაბეიშვილი ივანიშვილისა და Credit Suisse-ის სასამართლო დავას.

მისივე თქმით, ივანიშვილს ყველაზე ავტორიტეტული ბანკი ეუბნება, რომ თითქმის სანქცირებულია და მათთვის ის რუსი ოლიგარქია.

"ყველაზე ავტორიტეტული ბანკი ბიძინა ივანიშვილს ეუბნება, რომ შენ დავა კი მოგვიგე, მაგრამ შენ არ და ვერ მოგცემთ თანხას, მივცემთ შენი ნდობით აღჭურვილ კომპანიას, რატომ?! იმიტომ, რომ თქვენ უკვე ჩვენთვის თითქმის სანქცირებული ხართ, გიყურებთ როგორც რუს ოლიგარქს და ამიტომ შენ შესაძლოა, რომ მოგცეთ ეს თანხა, უკვე იდეაშივე გაიყინოს, იმიტომ რომ წუთი წუთზე ველოდებით, რომ შენზეც იქნება სანქციები",- ამბობს ლევან ხაბეიშვილი 

შეგახსენებთ, ივანიშვილი აპირებს მეორედ უჩივლოს Credit Suisse-ს და ამ დავის დეტალებზე საუბარს საერთაშორისო მედიასთან პრესკონფერენციებზე გეგმავს. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი