"ქართული ოცნების" დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი უახლოეს მომავალში საერთაშორისო მედიისთვის პრესკონფერენციების სერიას გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას ივანიშვილის მიერ დაქირავებული PR კომპანია Cision ავრცელებს. მათი ცნობით, ივანიშვილი აპირებს მეორედ უჩივლოს Credit Suisse-ს რადგან მას პოლიტიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ პრესკონფერენციაზე საუბარი შეეხება თუ როგორ მუშაობს Credit Suisse და, ზოგადად, შვეიცარიის საბანკო სისტემა, ასევე, რამდენად დაუცველი შეიძლება იყოს ნებისმიერი კლიენტი შვეიცარიის ფინანსურ სექტორში ინვესტირებისას.
"ბიძინა ივანიშვილს, საქართველოს ყოფილ პრემიერმინისტრს, აქვს ორმაგი მოქალაქეობა მხოლოდ საფრანგეთის და საქართველოს, არ არის და არ შეიძლება იყოს დაკავშირებული სანქცირებული ორგანიზაციებისა და პირების სიასთან. ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომია საჯაროდ, თუმცა რწმუნებულმა ვერ შეძლო თუნდაც ძირითადი გადამოწმება გაეკეთებინა და სავარაუდოა, რომ ბ-ნი ივანიშვილი არა მხოლოდ დისკრიმინაციის მსხვერპლი იყო, არამედ ექვემდებარებოდა პოლიტიკური ზეწოლის კამპანიას Credit Suisse-ის მხრიდან", - წერია განცხადებაში.
ასევე, ივანიშვილი ისაუბრებს როგორ არ გააჩნია შვეიცარიის მარეგულირებელს – FINMA–ს ეფექტური ინსტრუმენტები შვეიცარიის საბანკო სისტემაში უხეში დარღვევების თავიდან ასაცილებლად; როგორ იცავს შვეიცარიის პროკურატურა ბანკებს და ვერ ახერხებს მათ პასუხისგებაში მიცემას, სამაგიეროდ, ბრალი წაუყენებს მხოლოდ ერთ ინდივიდს, რომელსაც უწოდებენ "მარტოხელა მგელს".
განცხადებაში მითითებულია, რომ ივანიშვილი კონკრეტულად ისაუბრებს ბოლო დროს განხორციელებულ პოლიტიკურ ზეწოლაზე და იმაზე, რაც აღმოაჩინა ბანკსა და რწმუნებულზე.
ორგანიზაცია წერს, რომ დავის ფარგლებში 2022 წლის 4 მარტს ივანიშვილმა თანხის მიღება მოითხოვა, რაც ბანკის რწმუნებულმა მხოლოდ 2022 წლის 4 აპრილს დააკმაყოფილა, ამან კი ბენეფიციარს ზიანი მიაყენა. მათივე განცხადებით, შეფერხების მიზეზად Green Vals Trust-მა დაასახელა "გეოპოლიტიკური გარემო აღმოსავლეთ ევროპაში" , რის გამოც ვერ ასრულებდა ძირითად ფუნქციას.
იხილეთ ასევე: