
"გირჩი მეტი თავისუფლების" ინფორმაციით, შსს პარტიის წევრსა და თბილისის საკრებულოს დეპუტატს, ცოტნე კობერიძეს სასამართლოში უჩივის. საქმე ეხება 3 აპრილს, ბათუმის ბულვარის ინციდენტს, როდესაც კობერიძემ ღარიბაშვილს "ბიძინას მონა" უწოდა და დააკავეს, სასამართლომ კი უდანაშაულოდ ცნო. სწორედ ამ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს შსს ახლა სააპელაციოში:
"3 აპრილს ჩვენი პოლიტიკოსი და თბილისის საკრებულოს წევრი ცოტნე კობერიძე დააკავეს, რადგან პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ბათუმის ბულვარში სეირნობისას “ბიძინას მონა” უწოდა.
სასამართლომ ცოტნე კობერიძე უდანაშაულოდ ცნო და საქმის წარმოება შეწყვიტა.
ახლა შინაგან საქმეთა სამინისტრო მას სააპელაციო სასამართლოში უჩივის.
ცდილობენ დაამტკიცონ, რომ აგინა, წინააღმდეგობა გაუწია, დაამცირა და ამის გამო, რამდენიმე ათასი ლარით დაჯარიმება ემუქრება.
ოთხ დღეში ცოტნეს ისევ მოუწევს საკუთარი თავის დაცვა. ან ისევ უდანაშაულოდ ცნობენ, ან ღარიბაშვილისთვის “ბიძინას მონის” დაძახების გამო დაყადაღებული ანგარიშებით მოუწევს ცხოვრების გაგრძელება. "წერს გირჩი მეტი თავისუფლება.