
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ორშაბათს განაცხადა, რომ ის წუხს, რომ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს არ აქვს უკრაინის ომიდან გამოსვლის გზა. მისი თქმით, ცდილობს გაერკვიოს თუ რა უნდა გააკეთოს ამასთან დაკავშირებით.
ბაიდენმა ამ საკითხზე ვაშინგტონის გარეუბანში გამართულ შეკრებზე ისაუბრა და აღნიშანა, რომ პუტინს შეცდომით სჯეროდა, რომ უკრაინაში შეჭრით ნატო-სა და ევროკავშირს დაშლიდა. მისი თქმით, ამის სანაცვლოდ აშშ და მრავალი ერვოპული ქვეყანა უკრაინის მხარდასაჭერად გაერთიანდნენ.
აშშ-ს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პუტინი ძალიან ანგარიშიანი კაცია და პრობლემა, რომელიც მას ახლა აწუხებს, არის ის, რომ ამჟამად ომიდან გამოსვალის გზა არ აქვს.