სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, თემურ ჯანაშია ამბობს, რომ მას არ აქვს იმედი, რომ მესამე პრეზიდენტის საქმეზე მოსამართლეები რუსთავის ციხეში, გასვლითი სხდომის ჩატარებას დათანხმდებიან. 

ამ თემაზე მან ე.წ. პიჯაკების საქმეზე პროცესის დაწყებამდე გააკეთა კომენტარი.

"მე არ მგონია, რომ ბადრი კოჭლამაზიშვილი გასვლით სხდომას დასთანხმდეს. ჩვენ ანალოგიური შეთავაზება გვქონდა პარლამენტის წევრებთან, რომლებიც არიან ექიმები და იმათმაც კი ვერ გაბედეს, მიხეილ სააკაშვილი მოენახულებინათ და ხმა ამოეღოთ, ობიექტური გადაწყვეტილება მიეღოთ. ამასთან ჩვენ ხელისუფლებას ვთხოვთ, რომ ჩაუტარდეს, თუნდაც უცხოელი ექსპერტები მოიწვიონ და ჩაატარონ იგივე ექსპერტიზა, თუმცა ამაზეც სიჩუმეა",- ამბობს თემურ ჯანაშია.   

დაცვის მხარე ამბობს, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია შემოწმდეს როგორია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ისინი პროცესზე დააყენებენ შუამდგომლობას ციხეში დამოუკიდებელი ექსპერტების დაშვებასთან დაკავშირებით.

მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველები დღეს მოსამართლეს კიდევ ერთი შუამდგომლობით მიმართავენ - გასვლითი სხდომა ჩაატაროს და პირადად გაეცნოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას.

ამავე თემაზე:

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი