
თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის მორიგი პროცესი დაიწყო. მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასამართლო სხდომას არ ესწრება.
სხდომა ე.წ. პიჯაკების საქმეზე იმართება.
დაცვის მხარე დღეს რამდენიმე შუამდგომლობას დააყენებს, მათ შორის ციხეში დამოუკიდებელი ექსპერტების დაშვებასთან დაკავშირებით, რათა მათ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეაფასონ.
ასევე, ადვოკატები კიდევ ერთხელ მოითხოვენ რუსთავის ციხეში გასვლითი სხდომა ჩატარდეს და მოსამართლე პირადად გაეცნოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას.