"ჩამოსაყალიბებლები ხართ" - გაქცეული მოსამართლე და მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომის დეტალები

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის მორიგი პროცესი დასრულდა. დაცვის მხარემ პროცესზე შუამდგომლობა დააყენა, რომ რუსთავის ციხეში მიხეილ სააკაშვილთან "ემპათიას" ექსპერტებს შესვლის საშუალება მისცემოდათ. კოჭლამაზაშვილმა საპასუხოდ თქვა, რომ შუამდგომლობაზე გადაწყვეტილების მისაღებად რომელიმე ექსპერტთან გასაუბრება სჭირდებოდა. 

სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ  მარიამ ჯიშკარიანი ადგილზე მივიდოდა, თუმცა მოულოდნელად კოჭლამაზაშვილმა პროცესი გადადო.

დაცვის მხარემ წარადგინა მიხეილ სააკაშვილის წერილი, სადაც ის წერს, რომ ადვოკატებს პროცესზე წარედგინათ შუამდგომლობები, თუმცა უშუალოდ მტკიცებულებების განხილვა არ მომხდარიყო. პარალელურად, მოსამართლემ წარადგინა პენიტენციური სამსახურის დოკუმენტი, სადაც იყო ზოგადი განმარტება და მიხეილ სააკაშვილის ხელმოწერა, რომ ის თანახმა იყო გამართულიყო დღევანდელი პროცესი. 

სწორედ ამ მიზეზით, მოსამართლემ დაცვის მხარეს უთხრა, რომ "ჩამოყალიბებულები არ იყვნენ".

"აშკარად გამოჩნდა, რომ დღევანდელ პროცესზე მოსამართლის მიზანი იყო, რომ თავიდან აეცილებინა პასუხისმგებლობა და გადაედო პროცესი. ისე გაიქცა ოთახიდან წესიერად არც უთქვამს მიზეზი პროცესის გადადების, აშკარად გამოჩნდა, რომ როგორც ჩანს ბადრი კოჭლამაზაშვილი სხდომათა დარბაზიდან გასაქცევად მომზადებული იყო", - თქვა ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა. 

მოსამართლემ ე.წ. პიჯაკების საქმეზე პროცესი 24 მაისისთვის გადადო.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი