
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ორშაბათს საღამოს უნგრეთის პრემიერმინისტრ, ვიქტორ ორბანთან ვახშამი გამართა. მისი თქმით, მოლაპარაკებებში მიაღწია პროგრესს, რუსული წიაღისეული საწვავის შესაძლო აკრძალვის შესახებ.
"ჩვენ მივაღწიეთ პროგრესს, მაგრამ საჭიროა შემდგომი მუშაობა. მე მოვიწვევ ვიდეოკონფერენციას რეგიონალურ მოთამაშეებთან, რათა გავაძლიეროთ რეგიონული თანამშრომლობა ნავთობის ინფრასტრუქტურაზე", - თქვა მან.
ლაიენის თქმით, დისკუსია სასარგებლო იყო სანქციებთან და ენერგო-უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების გარკვევისთვის.
მისი განცხადებით, მოიწვევს ვიდეო კონფერენციას რეგიონის სხვა ქვეყნებთან, რათა გააძლიეროს რეგიონული თანამშრომლობა ნავთობის ინფრასტრუქტურაზე.