მიხეილ სააკაშვილი ერთხელ უკვე იყო საქართველოში კლინიკაში გადაყვანილი, ფაქტია ვერ უშველეს - კობა ნაყოფია

გამოქვეყნდა:

მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად რუსთავის ციხეში მივიდა მისი თანაგუნდელი, კობა ნაყოფია. ის მიიჩნევს, რომ აუცილებელია მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ უცხოეთში გადაიყვანონ, რადგან ქართულ კლინიკაში წარსულში მკურნალობამ აჩვენა, რომ მესამე პრეზიდენტს ვერ უშველეს.

"დღეს იუსტიციის მინისტრი გამოდის და იძახის, რომ არ ღებულობსო [მედიკამენტების ნაწილს]. არსა და ვერს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა, ეს მინდა იცოდეს იუსტიციის მინისტრმა. იყო ის ერთხელ საქართველოში გადაყვანილი, მაგრამ ფაქტია, რომ მას ვერ უშველეს, ამიტომ არის აუცილებელი მისი გადაყვანა უცხოეთში.

ვივა მედთან დაკავშირებით მე არ ვიცი რა რეაქცია ექნება მიხეილ სააკაშვილს, მე მის მაგივრად ვერ ვისაუბრებ, ახლა შევდივარ, აუცილებლად გადავცემ ამ ინფორმაციას და ვეტყვი რა განცხადება გააკეთა იუსტიციის მინისტრმა და თვითონ მიიღებს ალბათ გადაწყვეტილებას, ეს მისი გადასაწყვეტია", - თქვა კობა ნაყოფიამ.

შეგახსენებთ, იუსტიციის მინისტრმა დღეს თქვა, რომ პატიმრის საზღვარგარეთ გაყვანა არ ხდება და უწყება მიხეილ სააკაშვილს "ვივა მედში" გადაყვანასა და კვლევების ჩატარებას სთავაზობს.

იხილეთ ასევე:

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი