ანტიკორუფციული მოძრაობის წევრებმა უჩა მამაცაშვილის სარჩელის საპასუხოდ შესაგებელი შეიტანეს

გამოქვეყნდა:

"არ ვაპირებთ შევწყვიტოთ კორუმპირებული ჩინოვნიკების მხილება" - დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ანტიკორუფციული მოძრაობის წევრებმა, ვასო ურუშაძემ და ლაშა ფარულავამ, უჩა მამაცაშვილის სარჩელის საპასუხოდ შესაგებელი შეიტანეს.

მამაცაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებს სასამართლოში მას შემდეგ უჩივლა, რაც ის ე.წ ქოლცენტრების თაღლითური სქემის 4 მთავარ მფარველს შორის დასახელდა. ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით 150 000 ლარს ითხოვს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი