ევროკავშირის კითხვარი შევსებულია, თუმცა უცნობია, რა პასუხებით წარსდგება საქართველო ევროპული საბჭოს წინაშე. შევსებული კითხვარის მიღების შემდეგ, ევროკომისია საკუთარი შეფასების მომზადებას დაიწყებს და ანგარიში ევროკავშირის საბჭოს წარედგინება, რის შემდეგაც განაცხადზე პასუხი გახდება ცნობილი.
"ოცნების" ხელისუფლება ევროგაერთიანების რეგულაციების საბაბით დოკუმენტს კვლავ ასაიდუმლოებს იმის მიუხედავად, რომ ევროკავშირმა საჯაროდ განაცხადა, რომ კითხვარისა და მისი პასუხების გასაჯაროება საქართველოს ხელისუფლების პრეროგატივაა.