მიხეილ სააკაშვილის პასუხი შეთავაზებაზე არ არის ულტიმატუმი, ეს გონივრული პირობებია იმისთვის, რომ მდგომარეობა გაუმჯობესდეს - ადვოკატი

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტი იუსტიციის სამინისტროს შეთავაზებულ სამედიცინო მომსახურებაზე თანახმაა, თუმცა მისთვის მნიშვნელოვანი არა სიმპტომების მოხსნა, არამედ დაავადებების საფუძვლიანი მკურნალობაა.

შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნაა კლინიკა "ვივამედში" მკურნალობისას მასთან ოჯახის წევრები, პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე და ცენტრ "ემპათიას" ალტერნატიული კომისიის წევრები დაიშვებოდნენ, ასევე, მის ნდობით აღჭურვილ პირებს მკურნალობის პროცესში ჩართვის საშუალება ჰქონდეთ.

მესამე პრეზიდენტის ამ წერილობით დოკუმენტს განსახილველად მისი ადვოკატები დღეს იუსტიციის სამინისტროში შეიტანენ.

"მიხეილ სააკაშვილის ეს პასუხი შემოთავაზებაზე არ არის ულტიმატუმი, ეს არის უბრალოდ გონივრული პირობები იმისთვის, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობა შეიქმნას, სხვა პირობებში ის უბრალოდ ვერ გამოჯანმრთელდება. ვფიქრობ, იუსტიციის სამინისტრო გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებს და მივაღწევთ ამ საკითხზე შეთანხმებას", - თქვა შოთა თუთბერიძემ. 

მანამ სანამ რატი ბრეგაძე შეთავაზებას განიხილავს, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ ის დღეს დაგეგმილ სასამართლო პროცესსაც ვერ დაესწრება. თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა საზღვრის კვეთის საქმეზე 12 საათზეა ჩანიშნული.

ასევე იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი