
ე.წ საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე ბრალდების მხარემ მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულა. პროცესი დაცვის მხარის მტკიცებულებების შესწავლით გაგრძელდება. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებს აქვთ შუამდგომლობა ციხეში ექსპერტთა ჯგუფი შევიდეს - ისინი დააკვირდებიან როგორია მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მკურნალობის შესაბამის პროტოკოლს შეადგენენ.
დაცვის მხარე პროცესში ცენტრ ემპათიას ჩართვას ითხოვს. სხდომათა დარბაზში მოსამართლის თანხმობას ელოდება ცენტრ ემპათიას ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი.