რუსეთის აგრესია ბოლო ათწლეულების განმავლობაში გააქტიურდა, რაზეც 2008 წელს საქართველოზე თავდასხმა და 2014 წელს უკრაინის ტერიტორიების მიტაცება მეტყველებს - ამის შესახებ პოლონეთის პრეზინდეტმა ვაშინგტონში დონალდ ტრამპთან შეხვედრის დროს განაცხადა.
ანჯეი დუდამ და თეთრი სახლის ლიდერმა ოვალურ კაბინეტში რუსეთის მიერ რეგიონში გავლენის მოპოვებისა მცდელობის შემცირებისა და პოლონეთში ამერიკული ჯარების განთვსების გეგმაც განიხილეს. პოლონეთის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს ხელისფულების სხვა წარმომადგენლებთანაც გამართავს.