"ოცნების" ანტიამერიკული კამპანია | მმართველი პარტიის რიტორიკა ოლიგარქის "გადასარჩენად"

გამოქვეყნდა:

ახალი საფრთხის ფონზე "ქართული ოცნება" დამოკიდებულებას არბილებს. ერთდღიანი ანტიამერიკული ისტერიკის შემდეგ ხელისუფლების ლიდერები დარწმუნდნენ, რომ წამგებიან პოზიციაში არიან. სავარაუდოდ პირადად ოლიგარქის ბრძანებით კობახიძემ და პარტნიორებმა რადიკალურად შეცვალეს რიტორიკა და უარი თქვეს შვეიცარიული ბანკის თემის კომენტირებაზე.

ნახევარი მილიარდი დოლარის დაბლოკვა, მილიონებად შეფასებული ტილოების გადატანის შეფერხება და ახალი ვერტმფრენის ტრანსპორტირების პრობლემები საკმარისი მიზეზები აღმოჩნდა ივანიშვილისთვის, რომ საკუთარი პოლიტიკური კლანი გაეჩუმებინა.

ახლა ოლიგარქი შეერთებული შტატების ლანძღვის გარეშე, კულუარულად ეცდება საკუთარი პრობლემების მოგვარებას და სავარაუდო სანქციების შიშით მმართველ პარტიას რიტორიკასთნ ერთად პოლიტიკურ გადაწყვეტილებებსაც შეაცვლევინებს.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი