ირიბი სანქციები ბიძინა ივანიშვილისთვის | ოლიგარქი თვითგადარჩენაზე ფიქრობს და არც "უნიკალურ კოლექციას" ივიწყებს

გამოქვეყნდა:

სანქციები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სულ უფრო რეალურია. კრემლის დაქვემდებარებაში მყოფმა ქართველმა ოლიგარქმა რეალური საფრთხე იგრძნო და ახლა გადარჩენაზე ფიქრობს. თუმცა საკუთარ თავთან ერთად ივანიშვილმა საბანკო ანგარიშებზე გაფანტული მილიარდები და უნიკალური კოლექციაც უნდა გადაარჩინოს. ფაქტი, რომ მილიარდერს მრავალმხრივი პრობლემები აქვს დღეს გახდა საჯარო. ოლიგარქის იურისტის ღია წერილიდან გაირკვა, რომ შვეიცარიულ ბანკთან დაწყებული ფინანსური დავა გლობალურ, შესაძლოა პოლიტიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. 

და სულაც არ არის გამორიცხული, რომ ამ დაპირისპირების მეორე მხარეს დასავლური ინტერესები იყოს მობილიზებული. კრემლის ოლიგარქი ივანიშვილი და მისი პოლიტიკური კლანის წევრები ღიად ადანაშულებენ შეერთებულ შტატებს, გერმანიას, ბრიტანეთს და შვეიცარიას პრობლემებში, რომლებიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის პარალელურად გამწვავდა.

და ეს ფაქტობრივად არის ირიბი მტკიცებულება, რომ ქართველ ოლიგარქს დასავლეთში პირდაპირ განიხილავენ კრემლის მარიონეტად და დასავლურ სანქციებზე უარის გამო საქართველოს ხელისუფლებას და პირველ რიგში არაფორმალურ მმართველს - პასუხისგება მოუწევს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი