შვეიცარიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და დიდი საფინანსო ინსტიტუტი ბიძინა ივანიშვილს პასუხობს. მთავარი გზავნილით რომ ნებისმიერი ბრალდება Credit Suisse-ის მიერ „პოლიტიკური ზეწოლის“ შესახებ სრულიად უსაფუძვლოა. "მთავარმა არხმა" დღეს კითხვებზე პასუხი საინვესტიციო ბანკის სათაო ოფისიდან, ციურიხიდან მიიღო.
კრედიტ სუისგან გვაინტერესებდა, რა მიზეზი აქვს გადარიცხვის შეფერხებას მილიარდერ ბიძინა ივანიშვილისთვის და რას ფიქრობენ მმართველი პარტიის ბრალდებებზე ომში ჩათრევასთან დაკავშირებით.
"კრედიტ სუისი" სამართლებრივ პროცედურებზე დამატებით განმარტებებს არ აკეთებს. თუმცა "მთავარი არხის" კითხვების პასუხად გწერს, რომ გავეცნოთ შვეიცარიული ბანკის პრეს-რელიზს, რომელიც 29 მარტით თარიღდება. მისი მიხედვით გავლენიანმა საინვესტიციო ბანკმა ბერმუდის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა. რაც თავის მხრივ ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ 500 მილიონი დოლარის კომპენსაციის გადახდას გულისხმობს. ანუ ამით კრედიტ სუისი მიანიშნებს, რომ ჯერ ყველაფერი არ დამთავრებულა.
როგორ გაგრძელდება სამართლებრივი დავა და რა გეგმა აქვს ბიძინა ივანიშვილს, დღეს განმატება მილიარდერის ადვოკატსაც ვთხოვეთ. თუმცა ვიქტორ ყიფიანმა უქმე დღის გამო კითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვა.
"ქართული ოცნების" ლიდერები კი კვლავ აგრძელებენ საკუთრი ლიდერის მართლებას და ამით კიდევ უფრო ამტკიცებენ მოსაზრებას, რომ სწორედ ივანიშვილი არის "ქართული ოცნებისა" და ქვეყნის რეალური მმართველი.