8 მარტის შეთანხმების სრული შესრულება და პოლიტიკური პატიმრის, გიორგი რურუას გათავისუფლება მნიშვნელოვანი საკითხია - ამის შესახებ განცხადება ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე გაავრცელა.
საკონსტიტუციო ცვლილებებს, როგორც პოლიტიკური სპექტრის, ისე საზოგადოების უმრავლესობის ფართო მხარდაჭერა სჭირდება. 8 მარტის შეთანხმების სრული იმპლემენტაცია და პოლიტიკური პატიმრის, გიორგი რურუას გათავისუფლება საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებისა და საქართველოში დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად აუცილებელი ნაბიჯია - წერს ფოტიგა.