
"გირჩი მეტი თავისუფლების" განცხადებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საჩივარი არ დააკმაყოფილა და პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
"სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა, პირველი ინსტაციის გადაწყვეტილება, ასე რომ შეგიძლიათ მონებს თამამად დაუძახოთ მონები. ღარიბაშვილზე ხსნილია. აწი სადღა უნდა მიჩივლონ", - წერს კობერიძე Facebook-ზე.
თბილისის საკრებულოს დეპუტატი, 3 აპრილს ბათუმის ბულვარში მას შემდეგ დააკავეს, რაც ქუჩაში ღარიბაშვილს "ბიძინას მონა" დაუძახა.
სასამართლომ ცოტნე კობერიძე უდანაშაულოდ ცნო და საქმის წარმოება შეწყვიტა. შსს-მ კი ეს გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა.