პირველი რუსი სამხედრო, რომელსაც უკრაინა ასამართლებს, ჩადენილ დანაშაულს აღიარებს

გამოქვეყნდა:

პირველი რუსი სამხედრო, რომლის გასამართლების პროცესიც  უკრაინაში დაიწყო, დანაშაულს აღიარებს. პირველი სასამართლო პროცესი კიევში დღეს გაიმართა.

როგორც საქმის პროკურორმა იაროსლავ უშჩაპივსკიმ „უკრაინსკაია პრავდას“ უთხრა, გამოძიების დროს შიშიმარინმა აღიარა დანაშაული, "მოინანია და ითანამშრომლა გამოძიებასთან".

მისივე თქმით, რუსი ჯარისკაცის ბრალეულობა დასტურდება არა მხოლოდ აღიარებით, არამედ ექსპერტიზებითა და მოწმეების ჩვენებითაც. კერძოდ, გამოძიებამ ამოიღო იარაღი, საიდანაც ოკუპანტმა სამხედრომ ისროლა.

ვადიმ შიშიმარინი უიარაღო მოქალაქის მკვლელობაშია ბრალდებული. გამოძიების ინფორმაციით, მან 28 თებერვალს, უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთში, სუმის ოლქის სოფელ ჩუპახივკაში ადგილობრივი მამაკაცი მოკლა, რომელიც გზაზე ველოსიპედით მიდიოდა. უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, მას სამუდამო პატიმრობა ემუქრება. 

ვადიმ შიშიმარინი 21 წლისაა. მსახურობდა მოსკოვის ოლქის მე-4 პანცერ კანტემიროვის სამმართველოში, იყო სატანკო დივიზიის მეთაური. შიშიმარინი ტყვედ ჩავარდა.

კიევის სოლომიანსკის რაიონულ სასამართლოში შემდეგი პროცესი 18 მაისს გაიმართება.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი