შესაძლოა, უკრაინიდან მოპარული ხორბალი საქართველოში შემოიტანონ | მოროდიორობაში მონაწილეობის ახალი მტკიცებულებები

გამოქვეყნდა:

რუსულ მოროდიორობაში მონაწილეობის ახალი მტკიცებულებები. კრემლის კულუარებთან დაკავშირებული პოლიტიკოსები ადასტურებენ - საქართველო შესაძლოა გახდეს უკრაინაში რუსების მიერ მოპარული ხორბლის რეალიზების ბაზარი.

ევგენი ევტუშენკოვისა და ბიძინა ივანიშვილის სატელეფონო საუბარი, საქართველოში ოლიგარქების ნდობით აღჭურვილი პირის ჩამოსვლა და შეხვედრა პრემიერთან ადასტურებს, რომ ხელისუფლება ამზადებს ნიადაგს მოპარული ხორბლის ლეგალურად შესაძენად. მითუმეტეს, რომ "ქართულმა ოცნებამ" ახალი კამპანია წამოიწყო.

უკვე რამდენიმე დღეა, მმართველი პარტიის ტროლები სოციალურ ქსელებში ავრცელებენ ინფორმაციას ქვეყანაში ხორბლის მარაგის ამოწურვის შესახებ.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი