მიმდინარეობს მოლაპარაკებები აზოვსტალიდან, 60 ადამიანის გამოყვანაზე - ვერეშჩუკი

გამოქვეყნდა:

უკრაინის ვიცეპრემიერის, ირინა ვერეშჩუკის ინფორმაციით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები აზოვსტალიდან, 60 ადამიანის გამოყვანაზე, რომელთა შორის არიან ექიმები და მძიმედ დაჭრილი ჯარისკაცები - რამდენიმე ასეული დაჭრილია, მაგრამ პირველ რიგში ისინი უნდა გადავარჩინოთ ვინც მძიმედ არიან, რადგან რუსები ყველაფერზე ერთბაშად არ თანხმდებიან - ამბობს ვიცეპრემიერი.

როგორც ცნობილია, ოკუპანტები არ წყვეტენ ქარხანაზე იერიშს და დაბომბვას და ეძებენ სამალავების შესასვლელ-გასასვლელებს.

პრეზიდენტი ზელენსკის თქმით, აზოვსტალში განლაგებული უკრაინელი სამხედროების გადარჩენაში გავლენიანი შუამავლები და სახელმწიფოები არიან ჩართულები. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი აცხადებს, რომ ქარხნის სამხედრო გზით განბლოკვა ამჟამად თითქმის შეუძლებელია.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი