
ნიდერლანდებმა რუსეთის და ბელარუსის 640 მლნ ევროს ღირებულების აქტივები გაყინა. სასანქციო პოლიტიკის მაკონტროლებელი კოორდინატორის სტეფ ბლოკის ანგარიშის მიხედვით, ასევე დაბლოკილია 425 მლნ ევროს ფინანსური ოპერაციები. 6 თვითმფრინავი და 24 იახტა არ გადაეცემათ მფლობელებს, რადგან პატრონები სანქცირებულნი არიან. ამავე დოკუმენტის თანახმად, საბაჟო ორგანოებმა შეამოწმეს 34 ათას კონტეინერზე მეტი და ათასობით დეკლარაცია.