
ვლადიმირ პუტინი მოსკოვში ალექსანდრ ლუკაშენკოსა და კოლექტიური თავდაცვის ხელშეკრულების მონაწილე ქვეყნების ლიდერებს უხმობს. ოფიციალური მოსკოვის ინფორმაციით, სამიტი შეთანხმების გაფორმების 30 წლისთავს ეძღვნება. რუსული მედიის ცნობით, დაგეგმილია პუტინისა და ლუკაშენკოს ორმხრივი შეხვედრაც. სამიტი 16 მაისს უნდა გაიმართოს.