
600-მდე დაჭრილი აზოვსტალში მძიმე ანტისანიტარიულ პირობებში რჩება - აცხადებს დონეცკის ოლქის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელი აზოვსტალიდან. მისი თქმით, დაჭრილები სათანადო სამედიცინო დახმარების გარეშე იღუპებიან.
"დაჭრილებთან ძალიან ცუდი მდგომარეობაა, 600-მდე დაჭრილი უბრალოდ საშინელ პირობებშია. ყველამ უნდა ნახოს ფოტოები სოციალურ ქსელებში. სიმართლე გითხრათ, საავადმყოფოში არსებული უმძიმესი მდგომარეობის აღწერა შეუძლებელია... უზარმაზარი სპორტული დარბაზი, რამდენიმე ათეული ორსართულიანი საწოლი, დანარჩენი ყველაფერი იატაკზეა. მებრძოლები კიდურების გარეშე ერთმანეთზე წვანან, ზოგს ხელები არ აქვს, ზოგს ფეხი, სრული ანტისანიტარიაა, ბუზები, სუნი..." - თქვა მან.
უკრაინის ვიცეპრემიერის, ირინა ვერეშჩუკის თქმით, უკრაინა აზოვსტალიდან 60 მძიმედ დაჭრილი ადამიანის გამოყვანაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.
იხილეთ ასევე: