
"აზოვის" პოლკის მეთაურის მოადგილის, სვიატოსლავ პალამარის თქმით, "აზოვსტალის" ქარხნის ტერიტორიაზე კრიტიკულად მძიმე ვითარებაა.
როგორც მან აღნიშნა, მდგომარეობის გადაჭრა, მხოლოდ საერთაშორისო დონეზეა შესაძლებელი.
"აზოვსტალში არსებული ვითარება კრიტიკულად მძიმეა, ამიტომ გაერომ ამაზე ყურადღება დაუყოვნებლივ უნდა გაამახვილოს. ვითარება მძიმეა ორივე მხარისთვის, რადგან რუსებიც კარგავენ თავიანთ ჯარისკაცებს იერიშების დროს.
ამ მდგომარეობის გადაჭრა მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობითაა შესაძლებელი. მსოფლიო ისტორიაში მსგავსი პრაქტიკა გვაქვს, მაგალითად, პრეზიდენტი ერდოღანის მონაწილეობა სირიიდან ჯარისკაცების გამოყვანისას, ასევე, ბოსნიის მაგალითი.
ჩვენ ყველა უკრაინელი პოლიტიკოსი, ქალები და ბავშვები გვეხმარებიან პეტიციების შექმნით, ეს ბევრს ნიშნავს, ეს აქ ვითარების გამოძახილია. ჩვენ გვჭირდება დახმარება, სხვა შემთხვევაში, მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება", - თქვა პალამარმა.