მსოფლიოს ახალი პოლიტიკური დღის წესრიგი და ახალი არქიტექტურა საქართველოს გარეშე. რამშტაინის შეხვედრის შემდეგ, ჩვენი ქვეყანა კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენის დღის წესრიგიდანაც გაქრა. G7-ის სამიტზე, უკრაინისა და მოლდოვას გვერდით, საქართველო არ მიიწვიეს. რატომ? - ემ თემაზე განმარტების მიღებას ჟურნალისტები "ქართული ოცნების" ლიდერებისგან ცდილობდნენ, თუმცა ირაკლი კობახიძის პასუხებმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა.
"ვინც წუხს, რომ საქართველო არ იყო G7-ის მონაწილე, ის წუხს, რომ ქვეყანაში არ არის ომი" - ამ განცახდებით, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ უკვე ღიად მიანიშნა, რომ მსოფლიო თანამეგობრობა და ყველა ლიდერი სახელმწიფო ახლა ისტორიის სხვა მხარესაა, სადაც საქართველოს ადგილი არ არის.
"ქართული ოცნების" ხელისუფლების მოქმედებები და განცხადებები რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების დღიდან, ქვეყანას სრულ იზოლაციაში აქცევს და ერთადერთი ქვეყანა, სადაც ივანიშვილის გუნდის რიტორიკა ქებას იმსახურებს, ეს რუსეთია.
გზავნილები ოკუპანტი ქვეყნიდან კი ნათლად მიუთითებს, სად იმკვიდრებს საქართველო ადგილს მაშინ, როცა ამ ადგილს ცივილიზებული სამყაროს გვერდით ვერ პოულობს.