
რუსეთ-უკრაინის ომმა, საქართველოს ხელისუფლების რეალური სახე უკვე მთელ საერთაშორისო საზოგადოებას უჩვენა, თუმცა "ქართული ოცნება" ამ სტატუსამდე წლების განმავლობაში მიზანმიმართულად მიდიოდა. გარდა იმისა, რომ ხელისუფლების არც ერთი მაღალჩინოსანი საოკუპაციო ხაზთან არ ჩადის, რომ შემთხვევით რუსეთი არ გაღიზიანდეს, საკუთარი მოქალაქეების დასაცავად არც სხვა შესაძლებლობას იყენებს.
მაგალითად, 2012 წლის შემდეგ, თავდაცვის სამინიტრომ, თავდაცვითი სისტემების შესყიდვა თითქმის 10-ჯერ შეამცირა - რა თანხას ხარჯავს ოკუპირებული ქვეყნის ხელისუფლება თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად და როგორ დასრულდა ფრანგული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების მემორანდუმის ამბავი, რომელსაც წლების წინ ირაკლი ალასანიას პოსტი და პოლიტიკური კარიერაც კი შეეწინა, იხილეთ გუგა მაისურაძის რეპორტაჟში.