
ვისაც ეს საქმე, რამდენიმე გვერდი მაინც აქვს წაკითხული, ვერანაირი მოლოდინი ვერ ექნება რომ უნდა დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი - აცხადებს ტვ პირველის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, ჟურნალისტი ნოდარ მელაძე, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში იმყოფება.
სასამართლოში ნიკა გვარამიას საქმეზე გადაწყვეტილება უნდა გამოცხადდეს, ეზოში კი მხარდამჭერები, ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და აქტივისტები იკრიბებიან.
როგორც ნოდარ მელაძე ამბობს, ნიკა გვარამიასიც, კახა დამენიასიც და ზურაბ იაშვილის მიზანი და განზრახვაც იყო ერთადერთი, გადაერჩინათ ხელისუფლების შტურმის ქვეშ მყოფი რუსთავი 2.