
რა უნდა გაკეთდეს ახლა, როცა კრიტიკული მედიის დამფუძნებელი ციხეშია და როგორ უნდა იმოქმედოს ოპოზიციამ? ამ კითხვაზე პასუხისას გიგი უგულავა ამბობს, რომ მთავარი კოორდინირებული მუშაობაა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო მიმართულებით:
"მე ვფიქრობ, რომ უნდა ჩამოყალიბდეს არასამთავრობო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოების, თავისუფალი მედიისა და პოლიტიკური პარტიების საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც დაგეგმავს ღონისძიებებს. მნიშვნელოვანია საერთაშორისო მიმართულება, აქ არის მნიშვნელოვანი კოორდინაცია მნიშვნელოვანია, რომ ტელევიზიამ გააგრძელოს მუშაობა, ეს მნიშვნელოვანი ტესტი იქნება იმიტომ, რომ ნიკა დაიჭირეს იმისთვის რომ ჩამოიშალოს მთავარი, აქეთ საპროტესტო აქციები, ყველაფერი ერთად, საბოლოო ჯამში უნდა მივიდეთ იქამდე, რომ ნიკა გათავისუფლდეს ისევე როგორც ყველა პოლიტიკური პატიმარი, მაგრამ უნდა შეჩერდეს ქვეყნის ჩათრევა რუსულ ჭაობში, ეს არის მეგა ამოცანა და ამ ამოცანის შესრულებისთვის აუცილებელია ნიკას თავისუფლება და მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება" განაცხადა გიგი უგულავამ.
მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ ნიკა გვარამიას დღეს 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.