ლიეტუვის სეიმის წევრი, ჟიგიმანტას პავილიონისი სასამართლოს მიერ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენს ეხმაურება და წერს, რომ საქართველო კარგავს ისტორიულ შესაძლებლობას ევროკავშირში გაწევრიანებაზე.
"როგორც ჩანს "ქართული ოცნება" მზადაა გააკეთოს ყველაფერი, რაც შესაძლებელია, ქვეყნის დემოკრატიული მიღწევების გასანადგურებლად და დაუშვას ყველა შეცდომა უკრაინისთვის სოლიდარობის გამოხატვის ნაწილში, ევროკავშირის მიერ კანდიდატის სტატუსის შესახებ ისტორიული განხილვის წინ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების ნაწილში. სამწუხაროა იმის დანახვა, როგორ კარგავს საქართველო შესაძლებლობას", - წერს პავილიონისი.
ცნობისთვის, 16 მაისს, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ნიკა გვარამია სასამართლო დარბაზშივე დააკავეს. საქმეზე ბრალდებული ზურაბ იაშვილი მოსამართლემ გაამართლა, კახა დამენიას 50 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის.