
არასამთავრობო ორგანიზაცია "სოციალური სამართლიანობის ცენტრი" "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმეზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება.
ორგანიზაციის შეფასებით, კრიტიკულ მედიაზე ზეწოლის კიდევ ერთი პრეცედენტია.
"სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული სისტემური გამოწვევებისა და მართლმსაჯულების პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების ტენდენციის ფონზე, აღნიშნული გადაწყვეტილება ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ მედიაზე ზეწოლის, პოლიტიკური პოლარიზებისა და კრიზისის გაღრმავებისკენ მიმართული კიდევ ერთი სახიფათო პრეცედენტია. მით უფრო მაშინ, როდესაც მოსამართლის მიერ სასჯელის ყველაზე მკაცრი ფორმის გამოყენება, განსახილველი დანაშაულის შინაარსის და ბუნების გათვალისწინებით, აშკარად არაპროპორციული ჩანს სადავო ქმედებით დამდგარ ზიანთან", - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
ცნობისთვის, 16 მაისს, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ნიკა გვარამია სასამართლო დარბაზშივე დააკავეს. საქმეზე ბრალდებული ზურაბ იაშვილი მოსამართლემ გაამართლა, კახა დამენიას 50 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის.
ასევე იხილეთ: